არაბიკას სახეობის ყავის ფასმა ორშაბათს  13 წლის მაქსიმუმს მიაღწია, ბრაზილიაში ყავის მოსავლის სუსტი პროგნოზების ფონზე.

არაბიკას ფიუჩერსების ფასი ნიუ-იორკის ბირჟაზე – ICE Futures Exchange 1,2%-ით,  ფუნტზე 3,0575 დოლარამდე გაიზარდა.

იმავდროულად, რობუსტას ფიუჩერსები 4,1%-ით გაიზარდა და 5191 დოლარს მიაღწია ტონაზე.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგნოზით, ბრაზილიის ყავის მოსავალი 2024/25 წლების მოსავლისთვის იქნება 66,4 მილიონი სტანდარტული 60 კილოგრამიანი ტომარა, მაშინ როცა ადრე მოსალოდნელი იყო 69,9 მილიონი ტომარა მოსავალი.

მეტეოროლოგიური სამსახურის Cemaden-ის ცნობით, ბრაზილიაში, მიმდინარე სეზონი ყველაზე მშრალია 1981 წლის შემდეგ.

interfax