ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტის ფარგლებში, სთავაზობს სანქციების დაწესებას 45 რუსული ნავთობტანკერის, 50 ფიზიკური პირისა და 30 კომპანიის წინააღმდეგ – იუწყება Bloomberg იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელთა გაცნობაც სააგენტომ მოახერხა.
სააგენტო იუწყება, რომ დოკუმენტების მიხედვით, სანქციების მე-15 პაკეტის ფარგლებში (...), ევროკომისია სთავაზობს სიას დაემატოს 50-ზე მეტი ფიზიკური და თითქმის 30 იურიდიული პირი, მათი აქტივების გაყინვით და მოგზაურობაზე აკრძალვის დაწესებით.
აღნიშნულია, რომ სანქციების სიაში შეთავაზებულ პირებს შორის არიან ძირითადად რუსი სამხედრო მწარმოებლები, ასევე ჩინური ფირმების მცირე ჯგუფი.
გარდა ამისა, როგორც Bloomberg იუწყება, ახალი პაკეტი ითვალისწინებს 45-ზე მეტი რუსული ნავთობტანკერის დაშვების აკრძალვას ევროპის პორტებსა და სერვისებზე.
სანქციები ასევე გავლენას მოახდენს რუსულ კომპანიებზე, რომლებიც მონაწილეობენ ნავთობის ტრანსპორტირებაში, ასევე მრავალ სამხედრო პერსონალსა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებზე.
სხვა საკითხებთან ერთად, ხაზს უსვამს სააგენტო, ევროკავშირი ასევე სთავაზობს სავაჭრო შეზღუდვების შემოღებას სამი ათეული ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ეხმარებიან მოსკოვს იარაღის შესაქმნელად საჭირო ტექნოლოგიების მოპოვებაში.
ვრცლად interfax - ზე