ევროპული ავტომწარმოებლების აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა კანადისთვის, მექსიკასა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესება დააანონსა. აქციებზე ინდექსის ვარდნამ საშუალოდ 1,5% შეადგინა.
გერმანული Volkswagen-ის აქციები 2,1%-ით დაეცა, ხოლო Stellantis, რომელიც აშშ-ს მექსიკიდან ამარაგებს, ყველაზე მეტად 3,3%-ით დაეცა. ფრანგული ავტონაწილების მწარმოებელი Valeo-ს აქციები 2,4%-ით დაეცა, ხოლო გერმანული ბრენდი BMW 1,7%-ით, Daimler Truck-ის კი 3.6%-ით.
ტრეიდერები შეშფოთებულები არიან, თუმცა სექტორისთვის ეს შეიძლება მხოლოდ გრძელვადიანი პრობლემების დასაწყისი იყოს, თუ ტრამპის მიერ დაპირებული სატარიფო ზომები ამოქმედდება.