შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა წარადგინა.

განახლებულ პროგრამაში ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედება შემცირებულია.

კერძოდ, ეროვნულ გამოცდებზე ბარათაშვილის შემოქმედებიდან შეტანილია მხოლოდ ორი ლექსი: "მერანი" და ,,შემოღამება მთაწმინდაზედ".

საგულისხმოა, რომ პროგრამიდან ასევე ამოღებულია პოლიკარპე კაკაბაძის დრამატული ნაწარმოები -„ყვარყვარე თუთაბერი“.

2024 წლის პროგრამასთან შედარებით  2025 წლის ისტორიის ეროვნული საგამოცდო პროგრამიდან  ამოღებულია „აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში“; ანუ 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ.

2025 წლის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებული ნაწარმოებების სრული სია ასეთია:

1)სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები

2),,დავითიანი“(კონკრეტული თავები)- დავით გურამიშვილი

3),,გოგჩა“- ალექსანდრე ჭავჭავაძე

4),,საღამო გამოსალმებისა“- გრიგოლ ორბელიანი

5),,პასუხი შვილთა“- გრიგოლ ორბელიანი

6),,პასუხის პასუხი“- ილია ჭავჭავაძე

7),,არ უკიჟინო სატრფოო“- ნიკოლოზ ბარათაშვილი

8),,ცისა ფერს“- ნიკოლოზ ბარათაშვილი

9),,ხმა იდუმალი“- ნიკოლოზ ბარათაშვილი

10),,სულო ბოროტო“- ნიკოლოზ ბარათაშვილი

11),,ვპოვე ტაძარი“- ნიკოლოზ ბარათაშვილი

12),,ბედნიერი ერი“- ილია ჭავჭავაძე

13),,ჩემო კალამო“- ილია ჭავჭავაძე

14),,განდეგილი“- ილია ჭავჭავაძე

15),,აჩრდილი“- ილია ჭავჭავაძე

16),,აღმართ-აღმართ“- აკაკი წერეთელი

17),,სულიკო“- აკაკი წერეთელი

18),,ქებათა ქება“- აკაკი წერეთელი

19),,ხევისბერი გოჩა“- ალექსანდრე ყაზბეგი

20),,რამ შემქნა ადამიანად“- ვაჟა-ფშაველა

21),,იას უთხარით ტურფასა“-ვაჟა-ფშაველა

22),,ბახტრიონი“- ვაჟა-ფშაველა

23),,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“- ვაჟა-ფშაველა

24),,ყვარყვარე თუთაბერი“- პოლიკარპე კაკაბაძე

25),,მშობლიური ეფემერა“- გალაკტიონ ტაბიძე

26),,ლექსი-პოეზია“- პაოლო იაშვილი

27),,ნინოწმინდის ღამე“- გიორგი ლეონიძე

28),,მკვდართა მზე ვარ“- ანა კალანდაძე