აშშ-ის არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა პი­რო­ბა დადო, რომ მექ­სი­კი­დან და კა­ნა­დი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ ყვე­ლა პრო­დუქტზე 25%-იანი ტა­რი­ფი და­წეს­დე­ბა, ჩი­ნე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ სა­ქო­ნელ­ზე კი 10%-იანი. შესაბამისი ბრძანების ხელმოწერა ტრამპმა 20 იანვრისთვის დააანონსა.

20 იან­ვარს ხელს მო­ვა­წერ აღ­მას­რუ­ლე­ბელ ბრძა­ნე­ბას, ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენტს, რათა და­ვა­კის­რო მექ­სი­კა­სა და კა­ნა­დას 25%-იანი ტა­რი­ფი ყვე­ლა პრო­დუქტზე, რო­მე­ლიც შე­მო­დის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში“, - აღ­ნიშ­ნა ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ტა­რი­ფე­ბი დარ­ჩე­ბა მა­ნამ, სანამ მექსიკა და კანადა არ შე­ზღუ­დავენ ნარ­კო­ტი­კებსა და მიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარს უკა­ნო­ნოდ კვე­თენ.

ტრამპმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ და­მა­ტე­ბით 10%-იანი ტა­რი­ფი და­ე­კის­რე­ბა ჩი­ნეთს, ვიდ­რე მისი მთავ­რო­ბა ქვეყ­ნი­დან სინ­თე­ზუ­რი ოპი­ო­ი­დუ­რი ფენ­ტა­ნი­ლის კონ­ტრა­ბან­დას არ დაბ­ლო­კავს.