ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში სამომხმარებლო ფასები აპრილში წინა წელთან შედარებით 4.4%-ით გაიზარდა.

ამგვარად, ინფლაცია მარტის 4%-თან შედარებით დაჩქარდა.

ფასების ზრდა 23 ქვეყანაში გაიზარდა, ამასთან ინფლაცია 1 პროცენტული პუნქტით ან მეტით გაიზარდა ბელგიაში, ჩილეში, საბერძნეთში, იტალიასა და თურქეთში. ექვს ქვეყანაში ფასების ზრდის ტემპი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, ხოლო ცხრა ქვეყანაში შენელდა.

ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთში დაფიქსირდა - 32.4%. კოსტა რიკაში ფასები 1.6%-ით, ხოლო შვედეთში - 0.1%-ით შემცირდა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში ენერგომატარებლების ფასები აპრილში 13.2%-ით გაიზარდა, წინა თვეში 8.1%-იანი ზრდის შემდეგ. სურსათის ფასები 4%-ით გაიზარდა, 3.6%-იანი ზრდის შემდეგ.

სამომხმარებლო ფასების ზრდა, სურსათისა და ენერგიის ღირებულების გამოკლებით (ძირითადი ინფლაცია), აპრილში 3.6%-მდე შენელდა წინა თვის 3.7%-თან შედარებით.

ვრცლად interfax – ზე