BBC-ის ცნობით, ამსტერდამი მსოფლიოში პირველი დედაქალაქი გახდა, რომელმაც აკრძალა წიაღისეული საწვავის გამოყენებით წარმოებული ხორცისა და პროდუქტების საჯარო რეკლამა.
1 მაისიდან, საჯარო სივრცეებიდან გაქრა სწრაფი კვების, თვითმფრინავებისა და მანქანების სარეკლამო პლაკატები. ამჟამად, ბილბორდები გამოიყენება გამოფენების, კონცერტებისა და მუზეუმების რეკლამირებისთვის. ეს ზომა არ ვრცელდება ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე, ასევე კერძო მაღაზიების აბრებზე. შეზღუდვები მხოლოდ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ სივრცეებზე ვრცელდება.
„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საჯარო სივრცეებში, არის ის, რასაც ნორმალურად მივიჩნევთ ჩვენს საზოგადოებაში. მე არ ვფიქრობ, რომ ნორმალურია ბილბორდებზე დაკლული ცხოველების სურათების ნახვა“, - აღნიშნა იურისტმა და გარემოსდამცველმა აქტივისტმა ჰანა პრინსმა.