ამსტერდამში არხების გასწვრივ ხის მინი სამაშველო კიბეები დამონტაჟდება. ისინი არხში ჩავარდნილ ცხოველებს ნაპირზე გამოსვლაში დაეხმარებიან – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ქალაქის მერიამ ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Dierenambulance-ს სთხოვა, ამსტერდამის არხებში იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც კატები და სხვა ცხოველები, სავარაუდოდ, წყლიდან თავის დაღწევას ვერ შეძლებენ. სულ დაახლოებით 300 კიბე დამონტაჟდება.