2024 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ბოლო 10 წელში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობა 24%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „საქსტატის“ მონაცემებიდან ვიგებთ.

უახლესი მონაცემების თანახმად, ამჟამად საქართველოში 864 312 პენსიის მიმღები პირია, მათი 70.8%-ს კი ქალბატონები შეადგენენ.

კერძოდ, საქართველოში პენსიის მიმღებ ქალბატონთა რაოდენობა 612 080-ია, რაც შეეხებათ მამაკაცებს, ისინი 252 232-ნი არიან.

შედარებისთვის, 2014 წელს ქვეყანაში 492 000 პენსიის მიმღები ქალბატონი და 205 000 მამაკაცი იყო.