Washington Post-ის ინფორმაციით, ამერიკის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიამ მიიღო ბრძანება, მოემზადოს ირანში შესაჭრელად. 82-ე სადესანტო დივიზია, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში, ფორტ ბრიჯშია დისლოცირებული, მოიცავს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფს დაახლოებით 4–5 ათასი სამხედრო მოსამსახურით. ისინი მზად არიან 18 საათის განმავლობაში განთავსებისთვის ისეთ მისიებზე, როგორიცაა ავიაბაზების და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაკავება, ამერიკის საელჩოების გაძლიერება და საგანგებო ევაკუაციების უზრუნველყოფა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ განსხვავებით Washington Post-ისგან, ამერიკის არმიის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლებმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ოპერაციებს კურირებს, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
წყარო: World Military / ანალიტიკა