ახალ ზელანდიაში 100 000-ზე მეტი ადამიანი გაიფიცა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, მასწავლებლები, ექთნები, ექიმები, მეხანძრეები და სხვა სფეროს წარმომადგენლები უკეთეს ანაზღაურებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ისინი აცხადებენ, რომ ქვეყნის მემარჯვენე მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილოები არიან.

ამასთან, გამოცემის ცნობით, აქცია გაიმართა ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში, ხოლო უელინგტონსა და ქრაისტჩერჩში ამინდის მკვეთრად გაუარესების გამო გაუქმდა.

ახალი ზელანდიის მთავრობამ პროტესტი პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ ხრიკად შეაფასა. როგორც „როიტერი“ წერს, 2023 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კონსერვატიულმა მთავრობამ სახელმწიფო ხარჯები შეამცირა, რამაც გარკვეულ სფეროში დასაქმებული ადამიანების სამუშაო პირობები გააუარესა.

პირველი არხი