ესპანური მედიის ცნობით, ფრანგულ-ნიდერლანდური ჯგუფი Air France-KLM კომპანია Globalia-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ესპანური ავიაკომპანია Air Europa-ს 20 პროცენტიანი წილი შეიძინოს.
მიმდინარე წლის აგვისტოში, International Airlines Group-მა (IAG) Air Europa-ს შეძენაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ევროპის კონკურენციის სამსახურმა განაცხადა, რომ IAG-ის წინადადებები კონკურენციის შესანარჩუნებლად არასაკმარისია.
Air Europa კაპიტალის გაზრდის გზით ფინანსების მოძიებას აქტიურად განიხილავს. IAG ამჟამად ფლობს Air Europa-ს 20 პროცენტს. მედიის ცნობით, Air France-KLM ასევე დაინტერესებულია ესპანური ავიაკომპანიის 20 პროცენტის შეძენით. 20 პროცენტიანი წილის ფასი სავარაუდოდ 100 მილიონ ევროს გადააჭარბებს.
Air Europa არის ესპანური ავიაკომპანია, რომელიც არის Globalia-ს ჯგუფის ნაწილი, რომელიც სპეციალიზებულია შიდა და საერთაშორისო ფრენებზე.