ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა Cognition AI Inc.-მა ახალი საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში 1 მილიარდ დოლარზე მეტი მიიზიდა და მისი ღირებულება 26 მილიარდ დოლარად შეფასდა, - იუწყება Bloomberg.
რაუნდს ხელმძღვანელობდნენ Lux Capital, General Catalyst და 8VC, Ribbit Capital, Atreides Management და Peter Thiel's Founders Fund.
წინა დაფინანსების რაუნდის დროს, რომელიც გასული წლის სექტემბერში გაიმართა, კომპანიამ ინვესტორებისგან 400 მილიონი დოლარი მიიღო და 10.2 მილიარდ დოლარად იქნა შეფასებული.
2023 წელს დაარსებული კომპანია Cognition ავითარებს Devin AI აგენტს, რომელიც შექმნილია კოდის წერისა და გამართვის პროცესების ავტომატიზაციისთვის. სტარტაპის ერთ-ერთი კლიენტი Microsoft-ია.
მოზიდული თანხების გამოყენება მოდელების დახვეწაზე, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაძლო ახალი შენაძენებისთვის იგეგმება.