ვენეციამ შესაძლოა ერთდღიანი ვიზიტორებისთვის ტურისტული გადასახადი გაზარდოს. ამჟამად ის მაქსიმუმ 10 ევროა, მაგრამ მომავალში შეიძლება 30 ევრომდე გაიზარდოს. გარდა ამისა, ვენეციაში, იმ დღეების რაოდენობა, როდესაც ტურისტებს ისტორიული ცენტრის მოსანახულებლად გადახდა მოუწევთ, მომავალ წელს 60-დან 72-მდე გაიზრდება.
გადასახადი ოვერტურიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად შემოიღეს. თუმცა, როგორც საქალაქო საბჭოს ბიუჯეტისა და საგადასახადო მრჩეველი აცხადებს, ამჟამინდელი საფასური თავის დანიშნულებას არ ასრულებს, რადგან 10 ევრო კვლავ ხელმისაწვდომია მოგზაურთა უმეტესობისთვის.
გადასახადი გაიზრდება იტალიაზე ტურიზმის მზარდი ზეწოლის ფონზე. მაგალითისთვის: 2023 წელს ქვეყანას დაახლოებით 65 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია.
ქალაქში ერთდღიანი შესვლის საფასური 2025 წელს შემოიღეს, რომლის სტანდარტული ტარიფი 5 ევრო იყო. 2026 წელს საფასური 10 ევრომდე გაიზარდა. ის უნდა გადაეხადათ, თუ ტურისტი ვენეციას 18 აპრილიდან 27 ივლისის ჩათვლით ესტუმრებოდა პარასკევს, შაბათს, კვირას, არდადეგებზე და პიკის საათებში 8:30 საათიდან 16:00 საათამდე.
2027 წელს ფასიანი დღეების რაოდენობა 60-დან 72-მდე გაიზრდება. გადასახადის შეგროვება ძალაში იქნება მარტის ბოლოდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, პარასკევიდან კვირამდე და ზოგიერთ დღესასწაულზეც.
შესვლის საფასური დილის 8:30 საათიდან საღამოს 4:30 საათამდე დაწესდება - ნახევარი საათით მეტი, ვიდრე 2026 წელს. ახალი წესები ქალაქში ღამის გათევის გარეშე ჩასულ ტურისტებზე გავრცელდება.