სამხრეთ აფრიკაში დაბადებულმა ტექნომილიარდერმა ილონ მასკმა პირველად მიიღო მონაწილეობა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და განაცხადა, რომ მომავალში რობოტები ადამიანებზე მეტი იქნება, ხოლო ხელოვნური ინტელექტი ადამიანის გონებას გადააჭარბებს.
მასკის თქმით, AI და რობოტიკა უპრეცედენტო ეკონომიკურ აფეთქებას გამოიწვევს, ხოლო დაბერება „ძალიან მარტივად მოსაგვარებელი პრობლემაა“.
მასკის განცხადებითმ Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტები წელს ქარხნებში მარტივ სამუშაოებს შეასრულებენ, ხოლო ერთი წლის განმავლობაში - კიდევ უფრო რთულ ამოცანებსაც.
მასკის და მისი გუნდის პროგნოზით, 2026 წლისთვის AI ინდივიდუალურ ადამიანზე ჭკვიანი გახდება, ხოლო ხუთ წელიწადში - მთლიანად კაცობრიობის კოლექტიურ ინტელექტს გადააჭარბებს.