Volkswagen-ისთვის ჩინეთში საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი. ერთ დროს, Volkswagen-ი ჩინელების საყვარელი ბრენდი იყო, მაგრამ ახლა ადგილობრივი მოთამაშეების მხრიდან კონკურენცია იმდენად გამძაფრდა, რომ Volkswagen-ის გაყიდვები უკიდურესადაა შემცირებული.

სწორედ ამის გამო გერმანული Volkswagen-ი ჩინეთის ქალაქ ნანკინში ქარხანას დახურავს. საწარმოო პროცესი უკვე შეწყდა, ხოლო ქარხანა ოფიციალურად მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიხურება.

ამ ქარხანას Volkswagen-ი ჩინურ პარტნიორთან, SAIC-თან ერთად ფლობდა.

ტერიტორიის და ქარხნის ადგილმონაცვლე, სავარაუდოდ, ჩინური კორპორაციაა, რომელიც ნანკინში ელექტრომობილების წარმოებას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ნანკინის ქარხანაში Volkswagen-ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სედანი Passat-ი იწარმოებოდა, რასაც გერმანული ავტოკონცერნი სხვა ახლომდებარე ქარხანაში გადაიტანს. 

ცნობისთვის, გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen Group ჩინეთში ქარხანას პირველად ხურავსგერმანულმა კონცერნმა მსგავსი ნაბიჯი ადრეც გადადგა შანხაის მახლობლად მდებარე საწარმოო ობიექტში 2022 წელს, თუმცა ქარხანა მაშინ სრულად არ დახურულა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ნანკინის ქარხნის დახურვა „ჩინეთის საავტომობილო ბაზარზე სტრუქტურულ ცვლილებებს განასახიერებს“.