ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა 2026 წელს მოსალოდნელი IPO-სთვის ოთხი მსხვილი საინვესტიციო ბანკის შერჩევა დაიწყო.

როგორც Reuters-ი იუწყება, მართალია, ბანკები ჯერ საბოლოოდ შერჩეული არ არის და SpaceX-ის გეგმები საბაზრო პირობების მიხედვით შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა, სანდო წყაროს ცნობით, კომპანიის აქციების საჯარო განთავსების პროცედურას დიდი ალბათობით Bank of America, Goldman Sachs, JPMorgan Chase და Morgan Stanley უხელმძღვანელებენ.

Reuters-ის ცნობით, Morgan Stanley-მ, Bank of America-მ, Goldman Sachs-მა და JPMorgan Chase-მა აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, შეკითხვებს ჯერჯერობით არც  SpaceX-ს პასუხობს.

Financial Times-ი SpaceX-ის IPO-ში  საკვანძო როლის კანდიდატად Bank of America-ს მიიჩნევს.

ცნობისთვის, SpaceX-მა მეორეული აქციების გაყიდვის პროცესი გააქტიურა, რომლის ფარგლებშიც SpaceX-ის შეფასებამ შესაძლოა 800 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასკის კომპანია IPO-ს გზით 25 მილიარდ დოლარზე მეტის კაპიტალის მოზიდვას გეგმავს. ამაზე ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში იუწყებოდა "როიტერი". თუ ეს მართლა ასე მოხდა, ეს იქნება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი IPO.

შეგახსენებთ, აშშ-ის საფონდო ბირჟები „მეგა-IPO“-ების ტალღის მოლოდინშია. IPO-ს აქციების პოტენციურ საჯარო განთავსებაზე უკვე მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანიები Anthropic-ი და OpenAI.