აშშ-ის შეიარაღებული ძალების კოსმოსურ განშტოებასა და SpaceX-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც ილონ მასკის კომპანიას სამთავრობო საკომუნიკაციო სატელიტთა თანავარსკვლავედის, საიდუმლო Milnet Satcom-ის ქსელის შექმნას ავალდებულებს.
პროგრამის ძირითადი დეტალები გასაიდუმლოებულია, მათ შორისაა ახალი ქსელის დაფარვის არეალიც. ცნობილია მხოლოდ ის, რომ Milnet-ის სატელიტები მთავრობის მფლობელობაში დარჩება, მათ ოპერირებას კი SpaceX უზრუნველყოფს, როგორც კონტრაქტორი კომპანია.
Milnet Satcom-ის განვითარებისთვის აშშ-ის კოსმოსური ძალების 2026 წლის ბიუჯეტიდან $277 მილიონი უნდა გამოიყოს.