CES 2026-ზე Nvidia-მ Alpamayo წარადგინა, ღია კოდის AI მოდელების, სიმულაციური ხელსაწყოებისა და მონაცემთა ბაზების ახალი ოჯახი, რათა ფიზიკური რობოტები და მოწყობილობები გაწვრთნას, რომლებიც, თავის მხრივ, ავტონომიური მანქანების დასახმარებლად არის განკუთვნილი კომპლექსურ სიტუაციებში.

ChatGPT-ის მომენტი ფიზიკური AI-ისთვის დადგა — როცა მანქანები იწყებენ რეალური სამყაროს გააზრებასა და მოქმედებას. Alpamayo ავტონომიურ მანქანებს მსჯელობის უნარს სძენს, რაც მათ საშუალებას აძლევს, იფიქრონ იშვიათ სცენარებზე, უსაფრთხოდ იმოძრაონ რთულ გარემოში და ახსნან მართვისას მიღებული გადაწყვეტილებები, — განმარტავს იენსენ ჰუანგი, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ამ ოჯახის მთავარი ფიგურა Alpamayo 1 გახლავთ, VLA მოდელი, რომელიც მას ადამიანივით ფიქრის შესაძლებლობას სთავაზობს ისე, რომ რთული სიტუაციები გადაჭრას, მათ შორის გადატვირთულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის გათიშვისას ნავიგაციის პრობლემა. 

ამას პრობლემის ნაბიჯებად დაყოფით აკეთებს, ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვით და მათ შორის ყველაზე უსაფრთხოს არჩევით. მხოლოდ სენსორები კი არ მუშავდება და ბორბლები თუ მუხრუჭები აქტიურდება, არამედ იგი გეუბნებათ, რის გაკეთებას და რატომ აპირებს, შემდეგ კი, რაღა თქმა უნდა, ტრაექტორიასაც გაცნობთ.

Alpamayo 1-ის ძირითადი კოდი ხელმისაწვდომია Hugging Face-ზე. თუმცა დეველოპერებს შეუძლიათ, Alpamayo-ს უფრო პატარა, სწრაფ ვერსიებად დახვეწა ავტომობილისთვის, მისი გამოყენება უფრო მარტივი მართვის სისტემებისა თუ ხელსაწყოების შესაქმნელად, რომლებიც თუნდაც შეამოწმებს, მიიღო თუ არა მანქანამ სწორი გადაწყვეტილება.

www.marketer.ge