ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს მაღალი სიზუსტის საათი, რომელიც ყოველ 30 მილიარდ წელიწადში ერთი წამით ცდება. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ „მეტროლოგიაში“.
მოწყობილობა დაფუძნებულია სტრონციუმის ატომებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ უდიდეს სიზუსტეს. ისინი წამში დაახლოებით 700 მილიარდ რადიაციულ პერიოდს წარმოქმნიან.
გაზომვის სიზუსტე აუცილებელია თანამგზავრული ნავიგაციის, ტელეკომუნიკაციების განვითარებისთვის, ფუნდამენტური ფიზიკური თეორიების ტესტირებისთვის, გრავიტაციული ტალღების გამოთვლისა და ბნელი მატერიის ძიებისთვის.
წარმოდგენილმა მოწყობილობამ შეიძლება წამის გამოთვლის გადახედვა გამოიწვიოს. წამის ხანგრძლივობა თავდაპირველად განისაზღვრა, როგორც დღის 1/86,400-ე ნაწილი, მაგრამ ეს განმარტება მოძველებულია. 1967 წლიდან, ერთეულთა საერთაშორისო სისტემის მიხედვით, წამი განისაზღვრა, როგორც ცეზიუმ-133 ატომიდან გამოსხივების 9,192,631,770 პერიოდი.