ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) სატურნის თანამგზავრ ენცელადზე მისიისთვის ემზადება. მეცნიერები ამ თანამგზავრს დედამიწის მიღმა სიცოცხლის აღმოსაჩენად ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო ადგილად მიიჩნევენ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ენცელადამდე მოგზაურობას დაახლოებით 11 წელი დასჭირდება. გაშვება 2040-იანი წლების დასაწყისშია დაგეგმილი, სატურნის სისტემაში ჩასვლა კი 2053 წლისთვის.