ხელოვნური ინტელექტის (AI) უსაფრთხოების ცენტრმა აშშ-ში და სხვა ექსპერტთა ჯგუფებმა გაავრცელეს გაფრთხილება, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარების გამო კაცობრიობას გადაშენება ემუქრება და ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული.
ხელოვნური ინტელექტის გადაშენების რისკის შემცირება, სხვა ისეთ საფრთხეებთან ერთად უნდა განიხილებოდეს გლობალურ პრიორიტეტად, როგორიცაა - პანდემია და ბირთვული ომი“, - ნათქვამია AI უსაფრთხოების ცენტრის განცხადებაში.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ხელოვნური ინტელექტის დარგის ექსპერტებმა, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების, ეკონომიკის, მათემატიკისა და ფილოსოფიის დარგის სპეციალისტებმა. მათ შორისაა Open AI-ს აღმასრულებელი დირექტორი და პროგრამისტი სემ ალტმან და AI-ის ერთ-ერთი შემქმნელი, ბრიტანელი მეცნიერი ჯეფრი ჰინტონი.
განცხადების ინიციატორებმა გაფრთხილება ხელოვნური ინტელექტის რისკის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ამ თემაზე დისკუსიების დასაწყებად გაავრცელეს.