შესაძლოა, საბოლოოდ დასრულდეს ხუთწლიანი სამართლებრივი დავა, რომელიც Android აპლიკაციებისთვის განკუთვნილ Google Play Store-ის მიერ ბაზრის მონოპოლიას შეეხებოდა. როგორც კომპანიათა საერთო სასამართლო განჩინებიდან ირკვევა, Epic Games-მა (პოპულარული ვიდეოთამაშის, Fortnite-ის შემქმნელი კომპანია) Google-თან "ყოვლისმომცველ შეთანხმებას" მიაღწია.

შეთანხმება "მხარეებს საშუალებას მისცემთ, გვერდზე გადადონ დავები და Android უფრო ცოცხალი და კონკურენტული პლატფორმა გახადონ მომხმარებლებისთვისაც და დეველოპერებისთვისაც.

შეთანხმების კონკრეტული პირობები ამ დრომდე დალუქულია და აშშ-ის რაიონულმა მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს.

Google-ს დაევალა, დაეშალა ციფრული ბარიერები, რომლებიც Android-ის Play Store-ს კონკურენციისგან იცავდა. განჩინება Google-ს ავალდებულებს, Play Store-ში დაუშვას კონკურენტი აპლიკაციები, რათა მომხმარებლებმა სურვილის შემთხვევაში ისინი თავიანთ მოწყობილობებზე ჩამოტვირთონ.