დაცული ტერიტორიების სააგენტომ გალფის ქვეყნებში ციფრული კამპანია დაიწყო.

ახალი ციფრული კამპანია, რომლის ძირითადი საკომუნიკაციო არხებია FACEBOOK-ი და INSTAGRAM-ი, მიზნად ისახავს საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას გალფის ქვეყნებში.

კამპანიის მთავარი ამოცანაა, საქართველოს ეროვნული პარკებისა და სათავგადასავლო ეკოტურისტული სერვისების წარმოჩენა, აგრეთვე ქვეყნის, როგორც ბუნებით, თავგადასავლებითა და მრავალფეროვანი გამოცდილებით მდიდარი ტურისტული მიმართულების შესახებ ცნობადობის გაზრდა.

სამი თვის განმავლობაში, გალფის ქვეყნებში, ციფრულ არხებში, აქტიურად იქნება წარმოდგენილი საინფორმაციო და საიმიჯო ხასიათის ვიდეორგოლები, რომლებიც საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მთავარი გზავნილით – "სულ რაღაც 3 საათის მანძილზე უდაბნოდან".

ცნობისთვის, გალფის ქვეყნებია: ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს