მეტი მომხმარებლის მისაზიდად, Adobe AI ძალისხმევას არ იშურებს — ChatGPT-ს Photoshop-ის, Express-ისა და Acrobat-ის ფუნქციებს ამატებს, რითაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ჩეტბოტს სთხოვონ აღნიშნული აპლიკაციების გამოყენება სურათების რედაქტირებისთვის, PDF ფაილებისა თუ ელემენტების ანიმაციისთვის.

გამოდის, უკვე შეგიძლიათ, ChatGPT-ს ფოტოშოფის გამოყენება დაავალოთ სურათში კონკრეტული დეტალების შესაცვლელად, იქნება ეს ფონის წაშლა, განათების შეცვლა თუ მეტი კონტრასტი. თანაც, ჩეტბოტი სლაიდერის გამოყენების შესაძლებლობას მოგცემთ, რათა ამ ეფექტების ინტენსივობა თავად განსაზღვროთ. 

Express-ის დამატება ChatGPT-ში კი იმას ნიშნავს, რომ მას არსებული დიზაინების ბიბლიოთეკიდან ამოღება, თემატური კრეატიული ნამუშევრების შედგენა, ელემენტების ანიმაცია და დიზაინის რედაქტირება შეგიძლიათ, დაავალოთ. რაც შეეხება Acrobat-ს, ასე ჩეტბოტშივე გააერთიანებთ PDF ფაილებს, დაარედაქტირებთ და შეინახავთ. 

ხოლო თუ ჩეტბოტში Adobe-ს აპლიკაციებს დიდად ვერ გაუგებთ, საქმის გაგრძელება ჩვეულებრივ შეგეძლებათ ცალკე ამ აპლიკაციებში…

როგორც ამბობენ, Photoshop-ის, Express-ისა და Acrobat-ის ფუნქციები გლობალურად უკვე დაემატა ChatGPT-ს — Adobe-ს აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება ჩეტბოტის როგორც დესკტოპ, ისე ვებ და iOS აპლიკაციებში, მათგან მხოლოდ Adobe Express ჩაეშვა ანდროიდის მომხმარებლებისთვის, რასაც, კომპანიის თქმით, მალევე დაემატება დარჩენილი ორი აპლიკაციაც.

www.marketer.ge