Intel-ი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებში გამოყენებულ სერვერული ჩიპებზე მოთხოვნას ვერ აუდის. მოთხოვნის დაკმაყოფილება კომპანიას მას შემდეგ უჭირს, რაც პროდუქტზე მოთხოვნა უპრეცენდენტოდ და მყისიერად, უცებ გაიზარდა.
როგორც Intel-ის მენეჯმენტი აცხადებს, კომპანია AI-ჩიპებთან ერთად გამოყენებული სერვერული პროცესორების მოთხოვნის მკვეთრ ზრდას მოულოდნელად შეეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობს, Intel-ი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, რის გამოც მონაცემთა ცენტრების სეგმენტში პოტენციური, მაღალი მარჟის მქონე პროდუქციის გაყიდვებში დანაკარგები სულ უფრო მზარდია.
ამგვარი განცხადების შემდეგ Intel-ის აქციების ფასი 13%-ით შემცირდა.
კომპანიის პროგნოზით, მიმდინარე კვარტალში შემოსავალი 11.7-დან 12.7 მილიარდ აშშ დოლარამდე მიაღწევს. ანალიტიკოსების მოლოდინი კი საშუალოდ 12.51 მილიარდ აშშ დოლარამდეა.
მიუხედავად იმისა, რომ Intel-ის აქციების ფასი ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 40%-ით გაიზარდა, კომპანიას ერთდროულად რამდენიმე გამოწვევასთან გამკლავება კვლავ უწევს.
ცნობისთვის, 2024 წელს აქციების ფასის 60%-ზე მეტით ვარდნის შემდეგ, Intel-ის აქციების ღირებულება 2025 წელს 84%-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 260 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.