„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას მაღალია „მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელმა ვიტალი გუგუჩიამ ხელ-ბოსტნეულის ბაზარზე არსებული სიტუაცია შეაფასა.

მისი თქმით, ზოგიერთ პროდუქტზე ფასები გასამმაგებულია.

ხილ-ბოსტნის გარკვეულ პროდუქტებზე ფასები გასამმაგებულია. მაგალითად, ვაშლის ფასი ბოლო სამი წლის მანძილზე არის სამჯერ გაზრდილი და ალბათ მომავალი სეზონიდან უფრო მეტადაც მოიმატებს. ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორი იწვევს.  მე როგორც მაქვს ინფორმაცია კვადრატულ მეტრზე საქართველოში ხილ-ბოსტნის მოყვანა ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე, მაგალითად, თურქეთში. შესაბამისად, თურქული პროდუქტი ბევრად უფრო იაფია. იმის გამო, რომ  ქართულმა პროდუქციამ გაუწიოს მას კონკურენცია დაწესებულია მაღალი საბაჟო გადასახადები, რაც იმპორტირებულ პროდუქტსაც აძვირებს.

რაც შეეხება ქართულ პროდუქციას, ზოგადად ამ მიმართულებით ფასები ყოველთვის მაღალია, რადგან პროდუქტის წარმოება ჩვენთან უფრო ძვირი ჯდება“. - აცხადებს ვიტალი გუგუჩია.