მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს, რომელსაც სურს იმუშაოს კურიერად, მძღოლად ან სხვა ტიპის მომსახურების სფეროში „შრომითი საქმიანობის უფლება“ ესაჭიროება.

hr.ge-ის ვებ განყოფილების გაყიდვების დირექტორი ინგა შახბაზიანი „კომერსანტის“ ეთერში აცხადებს, რომ მოცემულ ცვლილებებს ჯერჯერობით ეფექტი არ მოუხდენია. მისი თქმით, ვაკანსიების გააქტიურება დენად პოზიციებზე ჯერჯერობით არ არის.

ჯერჯერობით აღნიშნულ ცვლილებების ეფექტი დასაქმების პლატფორმებზე არ ჩანს. როდესაც უცხოელების დასაქმებაზე ვსაუბრობთ, ამ მიმართულებით ვგულისხმობ შედარებით დენად პოზიციებს, როგორიცაა, მაგალითად, კურიერი, მძღოლი და ასე შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ ჰორეკა სექტორი ვერ გააქტიურდა, არ იგრძნობა, რომ უცხოელთა დასაქმება შეიზღუდა. ასევე ვერ ვიტყვი, რომ თუნდაც კურიერებსა და მძღოლებზე ვაკანსიებმა მოიმატა. როგორც აქამდე იყო სტაბილურად ტენდეცია, იგივე სიტუაციაა ახლაც. შესაბამისად, დასაქმების ბაზარზე ჯერ არ იგრძნობა, რომ პირველი მარტიდან შეიზღუდა უცხოელების დასაქმება“.- განაცხადა ინგა შახბაზიანმა.