დონალდ ტრამპი სერიოზულად განიხილავს ვენესუელის აშშ-ის 51-ე შტატად ქცევას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუსას განაცხადა.

როგორც „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტი ჯონ რობერტსი სოციალურ ქსელში წერს, ახლახან ჰქონდა სატელეფონო ზარი აშშ-ის პრეზიდენტთან, სადაც ტრამპმა განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს ვენესუელის 51-ე შტატად გადაქცევას.

როგორც ამერიკული მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტი არაერთხელ დამუქრებია სხვადასხვა სუვერენულ სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსიით ან მათზე კონტროლის დამყარებით, მათ შორის კანადას, გრენლანდიასადა კუბას.



1tv.ge