2024 წლის ნოემბერში 846 ახალი ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში მნიშვნელოვანი, 40%-იანი, გაუმჯობესება იყო, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა. ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.

ძველი ბინების შემთხვევაში 2,714 ტრანზაქცია შესრულდა, რაც წლიურად 3%- იან ზრდასა და თვიურად 6%-იან კლებაში აისახა. შედეგად, ახალი ბინების წილმა ჯამურ გაყიდვებში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს, 24%-ს მიაღწია.

„ნოემბერში საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 9%-ით გაიზარდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 3%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ფასებს, დაფიქსირდა 5%-იანი წლიური ზრდა.

2024 წლის ნოემბერში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებმა კვლავ ყველაზე მაღალი წილი (42%) დაიკავა ჯამურად გაყიდული ბინებიდან, თუმცა მაჩვენებელი როგორც გასულ წელთან, ისე გასულ თვესთან შედარებით შემცირდა.

125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა კვლავ 4% შეინარჩუნა, რაც 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ნოემბერთან შედარებით. ნოემბერში მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის ბინების წილმა მთლიან ტრანზაქციებში 23% შეადგინა (+5პპ, წ/წ)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.