სამოგზაურო გამოცემა Time Out Abudhabi-ს გამოკითხვაში თბილისი საუკეთესო კულტურულ ქალაქებს შორის დასახელდა. 

არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემამ 18 500 მკითხველს შეკითხვით მიმართა, თუ რომელია მსოფლიოში გამორჩეული ქალაქები ხელოვნებით, თეატრით, მუსიკისა და სხვა კულტურული მიმართულებით.

სიაში თბილისთან ერთად პარიზი, ფლორენცია, ამსტერდამი, ბარსელონასა, ლისაბონი და სხვა ტურისტულად ცნობილი ქალაქები მოხვდნენ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.