ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაორმაგდა.
ანგარიშის მიხედვით, წელს იანვარ-მარტში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 846 441 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 396 628 ლარის აკუმულირება მოხდა.
უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად ჯარიმების შესრულება ნიშნავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალურმა კონტროლიორებმა 43 ათასამდე ჯარიმა დაწერეს.