2025 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის გარეთ საცალო ვაჭრობაში (როგორც ფიზიკურად მოგზაურობისას, ისე ონლაინ) ჯამში 3.8 მილიარდი ლარი დახარჯეს, - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის „თბილისის სავაჭრო უძრავი ქონების კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ.
2025 წელს საზღვარგარეთ გაწეული 3.8 მილიარდი ლარის დანახარჯებიდან თანაბარი წილი, 1.9-1.9 მილიარდი ლარი, ფიზიკურ ვაჭრობასა და ელ-კომერციაზე მოდიოდა.
საზღვარგარეთ შესყიდვების ყველაზე დიდი წილი ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის (სულ 1.4 მლრდ ლარი):
- ტანსაცმელი & აქსესუარები – 36%
- სახლის მოვლა – 17%
- ელექტრონიკა – 12%
- თავის მოვლა – 6%
- სხვა – 29%.
კვლევის მიხედვით, საზღვარგარეთ ტანსაცმლის სექტორზე გაწეული დანახარჯების, დაახლოებით 1.4 მლრდ ლარიდან, 49% ლუქს სეგმენტის ბრენდებზე მოდის.