საქსტატიც კი გვეუბნება - საქართველო დღეს არის არ აგრარული, არამედ სერვისული ქვეყანა, - ამის შესახებ ჟურნალისტი თენგიზ აბლოთია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე აზრით, სწორედ ეს რეალობაა ის ბერკეტი, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში მოსპობს აქ რუსულ გავლენას.
"კომერსანტი" აბლოთიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
"რას გვეუბნება 2026 წლის პირველი კვარტლის მშპ-ს პარამეტრების შესწავლა?პირველ რიგში იმას, რომ რუსული და პრორუსული პროპაგანდა, საქართველოს შესახებ საბჭოთა დროიდან შემორჩენილი სტერეოტიპები, დიდი ხანია ჩამორჩა რეალობას.
რამდენიმე დღის წინ ლავროვმა და ზახაროვამ განაცხადეს, რომ რუსეთის ბაზარს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის. ან დროს მათ ისაუბრეს სწორედ აი ამ სტერეოტიპზე - რომ საქართველო არის აგრარული ქვეყანა, და მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საღორეში ღვინის და ხილ-ბოსტნეულის ექსპორტს.
ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს არის ტყუილი, და წარმოდგენა თითქოს საქართველოსთვის გადამწყვეტი-კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ღვინო-ვაშლი-ატამის ექსპორტი რუსეთი უკიდურესად შორსაა რეალობასთან.სინამდვილეში საქართველო არაა არანაირი აგრარული ქვეყანა.
საბჭოთა დროშიც არ იყო, უბრალოდ იმ პერიოდში მოსახლეობის თითქმის 50% ცხობრობდა სოფლად,ანუ, საქართველო იყო არა სასოფლო-სამეურნეო, არამედ უბრალოდ სოფლური ქვეყანა.
დღეს არაა არც ეს - სოფლოს მოსახლეობა დიდი-დიდი 25-30% იქნება, ისიც არა მგონია. სოფლებიდან ხალხი გარბის, ხოლო "აგრარული" ქვეყანა იმიტომ არაა, რომ მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილია მხოლოდ და მხოლოდ 977 მლნ. ლარი მთლიან მშპ-ში - 24 მლრდ.რამდენი პროცენტია ეს - დაითვალეთ თქვენით, ყველა შემთხვევაში ცოტაა.
იმაზე, რომ ეს თეზისი პროპაგამდისტული ტყულია მეტყველებს ასევე ადგილობრივი საქონლის ექსპორტის სტატისტიკა: 2026 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი ექსპორტის სტრუქტურაში ღვინო მე-5 ადგილზეა, და შეადგენს მხოლოდ 4,8%-ს.რაც შეეხება თავად აგრარულ პროდუქციას, ის ათეულშიც კი არ შედის, და მიდის გრაფაში "დანარჩენი საქონელი".
ვიმეორებ - აქ საუბარია მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციაზე, და არა მთლიან ექსპორტზე თავისი რეექსპორტით. იქ ამ დარგების წილი კიდევ უფრო ნაკლებია...
და აი მთავარი და ყველაზე საინტერესო - რომელი დარგებია მოწინავე თავიანთი წილით მშპ-ში?
პირველი რა თქმა უნდა ვაჭრობაა - 2,8 მლრდ. ლარი. ეს გასაგებია და არც არავის არ გვიკვირს,აი მეორე ადგილი კი ნამდვილი სიუპრიზია - 2,2 მლრდ. ლარით (მთლიანი 24 მლრდ-დან) მოდის მაღალ ტექნოლოფიებზე. ანუ, აიტიშნიკებზე, მესამეზეა უძრავი ქონება - 2,1 მლრდ., მე-4-ზე - ტრანსპორტი და დასაწობება, ანუ, მათ შორის ტრანზიტი - 1,3 მლრდ. ლარი.
ეს არის მხოლოდ 1 კვარტლის მონაცემები, ეს ცირფები უნდა გავამრავლოთ 4-ზე და მივიღებთ წლიურ ციფრებს. ანუ, ამ ციფრებში აშკარად ჩანს ის, რასაც მე ვღაღადებ წლები - არანაირი აგრარული ქვეყანა საქართელო არაა. სოფელი კვდება და საქართველო ხდება მაღალურბანიზებული ქვეყანა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს დიდ ქალაქებში.
ამ დღეებში გამოქეყნდა აღწერის შედეგები სადაც ჩანს - ყველა რეგიონი ცარიელდება ქვემო ქართლის გარდა, მოსახლეობის მატებაა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და რუსთავში...
ეს ახალი რეალობაა, რომელსაც ვერ იაზრებს ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიციას - ორივე წარმოუდგენია საქართველო როგორც პატრიარქალური ქვეყანა ძლიერი სოფლებით და რეგიონებით.
შესაბამისად, ყველა ცდილობს მოიგოს იმ მოსახლეობის გულები, რომელიც უკვე გაქრობის ზღვაზრეა. ამიტომაც აკლავს თავს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი თავს ეკლესიას, "ქართულ ტრადიციებს", და სხვა შაბლონებს.
სადღეისო ეს არის პროპაგანდის ერთ-ერთი მძლავრი იარაღი - რუსებიც, და რუსქოცების ცდილობენ დააჯერონ ქართველი ხალხი - თქვენ ხართ პატარა სოფლური ქვეყანა, რომელიც დიდი მოსკოვის გარეშე ვერ იარსებებს.ტყუილი და პროპაგანდა.
საქსტატიც კი გვეუბნება - საქართველო დღეს არის არ აგრარული, არამედ სერვისული ქვეყანა და სწორედ ეს რეალობაა ის ბერკეტი, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში მოსპობს აქ რუსულ გავლენას," - წერს აბლოთია.