2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ რეიტინგში საქართველო ტოპ ათეულს მიღმა დარჩა.
გამოქვეყნებული მონაცემებით, პირველ ადგილზე რუსეთია 175 ქულით, მეორეზე აშშ 166 ქულით, მესამეზე კი ირანი 150 ქულით.

რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდნენ მონღოლეთი, აზერბაიჯანი, იაპონია, ყირგიზეთი, სომხეთი, ბულგარეთი და ინდოეთი.
ჩნდება კითხვა: რა აკლია საქართველოს მსგავსი შედეგისთვის და რამდენად სწორად ვითარდება ქვეყანაში სპორტის ეს მიმართულება?
შეგახსენებთ, გავრცელებული რეიტინგი ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატის შედეგი არ არის. ეს არის FloWrestling-ის პროგნოზული გუნდური რეიტინგი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ინდივიდუალური წონების რეიტინგებზე დაყრდნობით ითვლება.
ცნობისთვის, ბოლო განახლებული მონაცემებით, პირველ ადგილზე აშშ არის 178 ქულით, მეორეზე რუსეთი 173 ქულით, მესამეზე კი ირანი 150 ქულით.
საქართველო ამ რეიტინგში მე-11 ადგილზეა 33 ქულით.
