2026 წლის მდგომარეობით საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 1.887 მილიონი კაცია, 2.053 მილიონი - ქალი, - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ დემოგრაფიულ მონაცემებშია საუბარი.

უწყების ცნობით, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 წლის მოსახლეობაა, ამ ასაკობრივ კატეგორიაში 303.2 ათასი ადამიანი შედის. მეორე ადგილზე 10-14 წლის ასაკობრივი ჯგუფია, რომელშიც 289.3 ათასი ადამიანია გაერთიანებული, ხოლო მესამე ადგილზე 40-44 წლის მოსახლეობაა, სულ 280.3 ათასი ადამიანი.

რაც შეეხება ყველაზე მცირერიცხოვან ასაკობრივ ჯგუფებს, 80-84 წლის ადამიანების რაოდენობა 60.8 ათასს შეადგენს, ხოლო 85 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 68.2 ათასია.