საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარია - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.4 ლარით მეტია, 2025 წლის ნოემბერთან შედარებით კი 4.5 ლარით ნაკლები.

რაც შეეხება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს, საქსტატის ცნობით, ის 2025 წლის დეკემბერში 283.3 ლარს შეადგენდა, ნოემბერში 288.4 ლარს, ხოლო 2024 წლის დეკემბერში 260.3 ლარი იყო.