„ბაიდენსა და ტრამპს შორის ის განსხვავებაა, რომ ბაიდენი პოლიტიკა უფრო იდეოლოგიას ეფუძნებოდა. ის მხარს უჭერდა საქართველოს იმის გამო, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. რაც შეეხება ტრამპს, ტრამპისთვის იდეოლოგია საერთოდაა მეორადი საკითხი, მისთვის მთავარია ეკონომიკური ინტერესები“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში პოლიტიკის ანალიტიკოსმა, ავთანდილ წულაძემ ისაუბრა.

„ამიტომ, უნდა ვადევნოთ თვალი იმას, თუ როგორ ხედავს ტრამპი აშშ-ს ეკონომიკურ ინტერესებს საქართველოში და კავკასიის რეგიონში. რადგან საქართველოში ძალიან გაძლიერებულია ჩინეთის პოზიციები, საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება ვიდრე ბაიდენის. ამგვარი პოლიტიკის მიზანი იქნება ჩინეთისთვის და მისი მოკავშირე რუსეთისთვის პრობლემების მაქსიმალურად შექმნა. რუსეთს იმიტომ, რომ რუსეთს ამ რეგიონში ისტორიულად ბევრი ბერკეტები აქვს“ – განაცხადა ავთანდილ წულაძემ.

ვრცლად „ინტერპრესნიუსზე“