თბილისში, ჭოროხის ქუჩა N6-ში მდებარე 4156.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფო აუქციონზე 14.2 მლნ ლარად გაიყიდა.
უძრავი ქონების, სადაც საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია განთავსებული, საწყისი საპრივატიზებო თანხა 10 656 000 ლარი იყო და მისი შეძენის სურვილი ორმა მომხმარებელმა გამოთქვა, რომლებმაც 355 ბიჯი განახორციელეს.
„უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა)საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ)შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის განმავლობაში, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებით სსიპ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უსასყიდლოდ სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია აუქციონის განმარტებით ბარათში.