გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური მსოფლიო ბანკის და წყლის რესურსების მართვის  სფეროში ბრიტანულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის HR Wallingford ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრა „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL)  ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა „წყლის რესურსების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და მეთოდოლოგიების შემუშავების საკითხები განიხილეს. აღნიშნული აქტივობის განხორციელება პროექტის ახალი კომპონენტის ფარგლებში იგეგმება.

კანონქვემდებარე აქტებისა და მეთოდოლოგიების შემუშავების მიზანი წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბება, საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან დაახლოებაა.

შეხვედრას სააგენტოს უფროსის მოადგილეები ირაკლი მეგრელიძე და თამარ შარაშიძე, სააგენტოს დარგობრივი დეპარტამენტების, ასევე, სამინისტროს გარემოსა და კლიმატის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს