რუსეთის მოქალაქეების ინტერესი საქართველოს უძრავი ქონების მიმართ 2026 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 447%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საერთაშორისო საბროკერო კომპანია Tranio-ს მონაცემებზე დაყრდნობით რუსული გამოცემა Коммерсантъ წერს.
კვლევის თანახმად, საქართველოს წილი რუსი მომხმარებლების საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის შესახებ მოთხოვნებში 2025 წლის პირველ ნახევარში 1% იყო, 2026 წლის პირველ ნახევარში კი 5%-ს მიაღწია.
უძრავ ქონებაზე რუსების განაცხადებში ყველაზე დიდი წილი ტაილანდს უკავია და 16%-ს შეადგენს, ხოლო მის შემდეგ 9%-იანი წილით საბერძნეთი და ასევე 9%-ით არაბთა გაერთიანებული საემიროებია.