გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან  ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი  და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე დაბალი)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.