იტა­ლი­ე­ლი მკვლევ­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მათ შე­საძ­ლოა მე­ო­რე სფინ­ქსის არ­სე­ბო­ბის ნიშ­ნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც გი­ზის პი­რა­მი­დე­ბის ქვეშ მდე­ბა­რე­ობს, ეს ფაქ­ტი თა­ვის მხრივ ფარ­თო მი­წის­ქვე­შა ცი­ტა­დე­ლის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

რა­და­რე­ბის ინ­ჟი­ნერ­მა ფი­ლი­პო ბი­ონ­დიმ სა­ვა­რა­უ­დო ის­ტო­რი­უ­ლი სენ­სა­ცია „Matt Beall Limitless“-ის პოდ­კას­ტის ერთ-ერთ ბოლო ეპი­ზოდ­ში გა­აჟ­ღე­რა.

მისი თქმით, “გი­ზის პლა­ტოს ქვეშ, სა­დაც ხე­ოფ­სის დიდი, ხეფ­რე­ნის და მი­კე­რი­ნის პი­რა­მი­დე­ბი და ასე­ვე სფინ­ქსი მდე­ბა­რე­ო­ბენ, ძა­ლი­ან დიდი სტრუქ­ტუ­რა ფიქ­სირ­დე­ბა“.

ბი­ონ­დის და მისი ჯგუ­ფის გან­ცხა­დე­ბით მათ მი­წის­ქვე­შა “მცვე­ლის“ შე­სა­ხებ მი­ნიშ­ნე­ბას პი­რა­მი­დებ­სა და ცნო­ბილ სფინ­ქსს შო­რის გა­მა­ვა­ლი ხა­ზე­ბის კვლე­ვის შე­დე­გად მი­აგ­ნეს, რაც პა­რა­ლე­ლუ­რი გო­რა­კის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ო­რე მსგავ­სი ქან­და­კე­ბა იმა­ლე­ბა.

ეს დი­უ­ნა, რომ­ლის სი­მაღ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით 108 ფუტს აღ­წევს, გი­ზის პლა­ტოს სა­ტე­ლი­ტურ­მა სუ­რა­თებ­მაც და­ა­ფიქ­სი­რა.

“პირ­ვე­ლი სფინ­ქსი ოდ­ნავ ქვე­მოთ, მცი­რე ჩაღ­რმა­ვე­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს, ამი­ტომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მე­ო­რე სფინ­ქსი ამ უფრო მა­ღა­ლი გო­რა­კის ქვეშ იმა­ლე­ბო­დეს, რო­მელ­საც კლდო­ვა­ნი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია და გა­მაგ­რე­ბუ­ლი ქვი­შის­გან შედ­გე­ბა“, - აცხა­დებს ბი­ონ­დი

მკვლე­ვარ­მა ასე­ვე ე.წ. ოც­ნე­ბის სტე­ლა გრა­ნი­ტის ფილა გა­იხ­სე­ნა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი სფინ­ქსის წინ დგას და მას­ზე ორი მი­თო­ლო­გი­უ­რი კა­ტის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა ამოკ­ვე­თი­ლი, რაც ფი­ლი­პოს თქმით, მე­ო­რე ქან­და­კე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზეც უნდა მი­ა­ნიშ­ნებ­დეს.

მკვლე­ვარ­თა გუნ­დმა პირ­ვე­ლი სფინ­ქსი­სა და ხაფ­რე­ნის პი­რა­მი­დას შო­რის არ­სე­ბუ­ლი ზო­ნის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი სკრი­ნინ­გი ჩა­ა­ტა­რა.

ბი­ონ­დის თქმით “ მათ ვერ­ტი­კა­ლუ­რი შახ­ტე­ბი და ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი გვი­რა­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რაც მი­წის­ქვე­შა მე­გას­ტრუქ­ტუ­რის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა­ზე ღრმა შახ­ტი­დან გვი­რა­ბე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­მარ­თე­ბი­ან".

“სტრუქ­ტუ­რე­ბი ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი სფინ­ქსის ქვეშ მდე­ბა­რე გვი­რა­ბე­ბის ქსელს ჰგავს, რაც შთამ­ბეჭ­დავ სი­მეტ­რი­ას“ ქმნის“, - აცხა­დებს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ბი­ონ­დი ერ­თა­დერ­თი მკვლე­ვა­რი არ არის, ვინც მე­ო­რე სფინ­ქსის არ­სე­ბო­ბას ვა­რა­უ­დობს. ეგ­ვიპ­ტო­ლოგ­მა ბა­სამ ელ შა­მამ მსგავ­სი თე­ო­რია ათ წელ­ზე მეტი ხნის წინ, იმ ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი­სა და მი­თო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ველ­ზე დაყ­რდნო­ბით წა­მო­ა­ყე­ნა, სა­დაც სფინ­ქსზე ელ­ვის დარ­ტყმაა აღ­წე­რი­ლი.

მისი აზ­რით, ეს შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე მო­ნუ­მენ­ტის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს, რო­მე­ლიც “ძლე­ვა­მო­სი­ლი ეგ­ვიპ­ტუ­რი ღმერ­თის წყევ­ლის“ შემ­დეგ გა­ნად­გურ­და.

წყა­რო:

www.ambebi.ge