თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, 16 ნოემბერს, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სამუშაოებს 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში განახორციელებს.

შეზღუდვის მოქმედების დროს მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების გავლით. ასევე, ალტერნატიული მარშრუტები იქნება გათვალისწინებული ბოჭორმის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

მერიის ცნობით, სამუშაოების ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნები განთავსდება.