გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი კლებას განაგრძობს. Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, ერთი უნცია ოქროს ღირებულება 3.41 დოლარით, 0.09%-ით შემცირდა და 3 878 დოლარი შეადგინა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 6.43%-ით გაიაფდა, წლიურმა კლებამ კი 4.87% შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, ამ დროისთვის ერთი გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 334 ლარია, 750 სინჯის – 250 ლარი, ხოლო 585 სინჯის – 195 ლარი.