მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო დედაქალაქის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს მხოლოდ „ვარკეთილიდან“ „სადგურის მოედნამდე“ ემსახურება. ინფორმაციას ავრცელებს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.
„დიდუბეში“ შექმნილი ხარვეზის გამო „სადგურის მოედნიდან“ „ახმეტელის თეატრამდე“ მგზავრთა მომსახურება შეჩერებულია. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე ტექნიკური ჯგუფი გასულია“, - აცხადებენ კომპანიაში.
დედაქალაქის მეტროს 23 სადგური აქვს, საიდანაც 16 „პირველ ხაზზეა“, 7 კი მეორეზე. მგზავრებს ვერ ემსახურებიან შემდეგ სადგურებში:
- ნაძალადევი.
- გოცირიძე;
- დიდუბე;
- ღრმაღელე;
- გურამიშვილი;
- სარაჯიშვილი;
- ახმეტელის თეატრი.
თბილისის მეტროს მეორე, „საბურთალოს ხაზიც“ აქვს, რომელიც მგზავრებს „სადგურის მოედნიდან“ „სახელმწიფო უნივერსიტეტამდე“ ემსახურება.