2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, - წერს საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი 2026 წლის 3 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„მსოფლიოს ანგარიში 2026-ის“ თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო ფართომასშტაბიანი კანონები, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ბრძოლას.

ანგარიში ციტირებს უფლებადამცველ ჯგუფებს, რომ მიღებული ზომები წარმოადგენს განსხვავებული აზრის ჩახშობის კოორდინირებულ მცდელობას.

აღნიშნულია, რომ რეპრესიებმა ასევე გააღრმავა საქართველოს პოლიტიკური იზოლაცია ევროკავშირისგან.

ვრცლად: www.radiotavisupleba.ge