საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცმა“ გიორგი ქვილითაია წარადგინა და მას 11-ნომრიანი მაისური გადასცა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ტრანსფერსა და ახალ კლუბთან დაკავშირებულ იმედებზე ისაუბრა.

„ძალიან მიხარია აქ ყოფნა და ამ კლუბში თამაში. იმედი მაქვს, რომ გუნდს მთავარი მიზნის მიღწევასა და ლიგა 1-ში დარჩენაში მაქსიმალურად დავეხმარები.

ჩემმა თანამემამულეებმა, გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი აბუაშვილმა ბევრი კარგი რამ მითხრეს „მეცის“ შესახებ, რომელიც ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ქალაქი და გუნდი გახდა.

საკუთარ თავზე საუბარი რთულია, მახასიათებენ როგორც ტექნიკურ მოთამაშეს, გოლებიც გამაქვს და თავს კომფორტულად ვგრძნობ, როდესაც თანაგუნდელებს გადაცემებით ვამარაგებ“, – განაცხადა გიორგი ქვილითაიამ.

ქვილითაიამ ფრანგულ კლუბში სამედიცინო შემოწმება 2 თებერვალს გაიარა და კონტრაქტი ნახევარი წლით (კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტრივით) გაფორმა. მას გუნდში ორი ქართველი დახვდა – გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი.

1tv.ge