„კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, თბილისის N 132-ე და N 169-ე საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა“ - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„GCCA-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრისას მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მათი აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ-ვაჭრობისას. სკოლის მოსწავლეებს სააგენტოს თანამშრომლებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი, როგორც მომხმარებლების უფლებები და დარღვევის შემთხვევაში რომელ უწყებებს უნდა მიმართონ.

აგრეთვე, საუბარი შეეხო „კონკურენციის შესახებ“ კანონს და იმას, თუ როგორც იცავს ის მომხმარებელთა ინტერესებს. საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.