Legatum Prosperity Index 2026-ის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე კეთილდღე ქვეყნად შვეიცარია დასახელდა. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ნორვეგია, ირლანდია, დანია და ფინეთი.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი პოზიცია საქართველოს უკავია, რომელიც მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზეა. საქართველოს ერთ საფეხურით ჩამორჩება სომხეთი (43-ე ადგილი), ხოლო აზერბაიჯანი 105-ე პოზიციაზეა.
ინდექსი ქვეყნებს ისეთი კრიტერიუმებით აფასებს, როგორიცაა ცხოვრების დონე, ჯანდაცვა, განათლება, თავისუფლება, საზოგადოებრივი მშვიდობა, აზრის გამოხატვის თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება, ასევე საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა და მთლიანობა.